გერმანიის მაგდებურგის ოტო – ვონ – გერიკის უნივერსიტეტი და ყირგიზეთის ბიშკეთის აკადემია იწვევენ პოლიტიკურ მეცნიერებათა, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიისა და მომიჯნავე მიმართულებების ფაკულტეტის სტუდენტებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით: „რესურსების გეოპოლიტიკა“. პროგრამა ჩატარდება 2011 წლის 10 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით. პროგრამა ფინანსდება გერმანიის აკადემიური გაცვლითი სერვისის (DAAD) ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის მიერ. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ლექციები და სემინარები. პროგრამის ძირითადი სამუშაო ენაა ინგლისური. მონაწილე სტუდენტებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯები.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა ინგლისურ ენაზე PDF ფორმატში ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• რეზიუმე (CV) (არა უმეტეს ორი გვერდისა);
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ინგლისურ ან რუსულ ენებზე);
• 300 – 400 სიტყვისაგან შემდგარი სამოტივაციო წერილი;
• 600 – 800 სიტყვისაგან შემდგარი ინგლისურ ენაზე დამუშავებული ესე ერთ – ერთ თემაზე:
1. რესურსების როლი კონფლიქტების დარეგულირებაში;
2. წყლის რესურსებთან დაკავშირებული კონფლიქტი და თანამშრომლობა მისი გადაჭრისათვის ცენტრალურ აზიაში;
3. სამხრეთ კავკასია და მისი ენერგო რესურსები;
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 9 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]