ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გერმანიის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები

გერმანიის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები

გერმანიის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი აცხადებს კონკურსს ბაკალავრისა ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა მიმართულებების განხრით სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამების გასავლელად გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი ატარებს ლიბერალურ პოლიტიკას და მოწოდებულია იხელმძღვანელოს თავისუფლების პრინციპებით საზოგადოების თითოეული ფენის ღირსების უზრუნველსაყოფად. თითოეული სტუდენტის მიერ გაგზავნილი განაცხადი გაივლის წინასწარ შესარჩევ პროცესს, რა დროსაც დიდი ყურადღება მიექცევა კანდიდატის აკადემიურ კვალიფიკაციას და წარმატებული განაცხადი შერჩეული იქნება დიდი სიფრთხილით. პირველ ეტაპზე გამარჯვებული სტუდენტები სტიპენდიას მიიღებენ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.

სტიპენდიის მოსაპოვებლად მინიმალურ მოთხოვნებს წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
•    ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი გერმანიის ერთ – ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის გასავლელად;
•    გერმანული ენის სრულფასოვნად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დამატებითი კრიტერიუმები მოცემულია პროგრამის ვებ – გვერდზე გერმანულ ენაზე.
 
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]