“ევროპული ცენტრი” აძლევს უპრეცედენტო შანსს სტუდენტებს!
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 25% (1 ადგილი), 15% (მე-2 ადგილი), 10% (მე-3 ადგილი) ნაწილობრივი დაფინანსება (სულ სამი საგრანტო ადგილი) საფრანგეთისა და გერმანიის გაცვლითი ტიპის ერთკვირიან პროგრამაზე, რომელიც ჩატარდება (5 -10 მარტს), კერძოდ:
სემინარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი)
ვიზიტი ევრსაბჭოში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი)
ვიზიტი ევროპარლამენტში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი)
ლექცია ევროპის ახალგაზრდული ცენტრის ქ. სტრასბურგის ოფისში
ვიზიტი გერმანიის საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოში (ქ. კალსრუე, გერმანია).
პროგრამის ხანგძლივობა არის 6-7 დღე.
გრანტის მისაღებად აუცლებელია სტუდენტმა გაიაროს შესარჩევი კონკურსის ყველა ეტაპი. იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს მიიღოს მონაწილეობა შერჩევით კონკურსში, საჭიროა აკმაყოფილებდეს “ევროპული ცენტრის” მოთხოვნებს, კერძოდ:
აკადემიური მოსწრება (A ან B კატეგორიის ნიშნები);
ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
კარგი სამოტივაციო წერილი (თქვენი მთავარი მიზანი ამ პროგრამაში მონაწილეობის და სხვ.)
1) პირველ ეტაპზე მოხდება ზეპირი გასაუბრება პროგრამაში მონაწილეობის მსურველებთან, რომლებმაც თან უნდა წარმოადგინონ სტუდბილეთი, სამოტივაციო წერილი და საკუთარი CV.
2) პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ ჩატარდება ინგლისურ ენაში ტესტირება. შემდგომ კი განიხილება ყველა მონაწილის შედეგი, გადამოწმდება მოწოდებული ინფორმაცია და მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.
“ევროპული ცენტრი” მუდამ ზრუნავს სტუდენტებზე. არ გაუშვათ შანსი ხელიდან!
გისურვებთ წარმატებებს!
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 თებერვალი, 2013 წ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები ცენტრის ელ-ფოსტაზე: sanaia@pdcgeo.ge და აუცილებლად მიუთითოთ პროგრამის დასახელება.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მობრძანდით ჩვენს ოფისებში:
ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 147270
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060
ქ. ბათუმი
ტელ: (+995 422) 293293
ელ-ფოსტა: training@pdcgeo.ge
მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: http://www.pdcgeo.ge
სიახლეები იხილეთ: http://www.facebook.com/pdcgeo.ge
“ევროპული ცენტრის” ნებისმიერ სასწავლო/ტრენინგ სასერტიფიკატო კურსებზე – ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში – გამოცხადდა -10% ფასდაკლება. ესტუმრეთ ცენტრის ვებ გვერდს: http://www.pdcgeo.ge და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სასწავლო პროგრამა. ასევე, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გაქვთ, მიიღოთ მონაწილეობა ცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსში, რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ჩვენს ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
[wpai_display_imported_files_here]