ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბი დაარსდა 2020 წელს.
2021 წლის შემოდგომაზე კლუბი ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების ოფიციალურ სტუდენტურ წევრად აღიარეს და მიენიჭა შესაბამისი სახელწოდებაც: American Society of Civil Engineers Ilia State University Student Chapter.
კლუბის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
ვიზიტი ობიექტებზე
- კლუბის წევრები სტუმრობენ სხვადასხვა სამშენებლო ობიექტს მშენებლობის სხვადასხვა სტადიაზე, ეცნობიან სამშენებლო ტექნოლოგიებს, ხარისხის კონტროლის მექანიზმებს, უსაფრთხოების დაცვის სტანდარტებს და ა.შ.
ვიზიტი საინჟინრო კომპანიებში
- კლუბის წევრები პერიოდულად სტუმრობენ საინჟინრო ორგანიზაციებსაც, სადაც ეცნობიან პროექტირების პროცესის მიმდინარეობას.
შეხვედრა სტუმრებთან
- კლუბი აწყობს შეხვედრებს მოწვეულ სტუმრებთან, მათ შორის პროფესიონალ ინჟინრებთან, სამშენებლო და საინჟინრო კომპანიების წარმომადგენლებთან.
სტუდენტური პრეზენტაციები
- კლუბი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, სურვილისამებრ გამართონ პრეზენტაციები მათთვის და კლუბის სხვა წევრებისთვის საინტერესო თემებზე.
კლუბის მიზანი:
- სტუდენტთა პროფესიული განვითარება;
- სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა;
- ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის შესახებ სწორი ინფორმაციის გაცნობა და ამ სფეროს პოპულარიზაცია.
კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, ამისთვის საჭიროა რეზიუმე ან CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: asce.iliauni@gmail.com
კლუბის მოქმედი პრეზიდენტი: ანა გვიმრაძე
ტელ.: 591 111-399
კლუბის ფეისბუქგვერდი: https://bit.ly/3tPGV85