ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინგლისის ქ. ვარვიკის უნივერსიტეტის სამართლის საზაფხულო სკოლის სტიპენდიები

ინგლისის ქ. ვარვიკის უნივერსიტეტის სამართლის საზაფხულო სკოლის სტიპენდიები

ინგლისის ქალაქ ვარვიკის სამართლის საზაფხულო სკოლა აცხადებს სტიპენდიებს სამართალმცოდნეობის, ე.წ. “ქალთა სწავლებების”, პოლიტიკურ მეცნიერებათა, სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

პროგრამა განკუთვნილია მკვლევარი სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ გენდერული და სამართლებრივი საკითხების კუთხით გაიღრმავონ სადოქტორო კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები. პროგრამა ხელს უწყობს მომავალი კავშირების დამყარებასა და მჭიდრო თანამშრომლობას. სასწავლო კურსი განხორციელდება აფრიკელ, ნორვეგიელ და ბრიტანელ მეცნიერ-პედაგოგთა და ექსპერტთა აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•რეზიუმე (CV), სადაც ასახული იქნება კანდიდატის წარსული აკადემიური მოსწრებანი;
•სამოტივაციო წერილი.

აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია 5 სრულად დაფინანსებული სტიპენდია საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფის ჩათვლით.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 12 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ:822 29 47 11

 

 

[wpai_display_imported_files_here]