ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

იტალიის ტრენტოს უნივერსიტეტის 8 სადოქტორო სტიპენდია ბიომოლეკულურ მეცნიერებებში

იტალიის ტრენტოს უნივერსიტეტის 8 სადოქტორო სტიპენდია ბიომოლეკულურ მეცნიერებებში

იტალიის ტრენტოს უნივერსიტეტი აცხადებს 8 სადოქტორო სტიპენდიას ბიომოლეკულური მეცნიერებების განხრით.

სწავლების ენა: ინგლისური.

მაქსიმალური ყოველწლიური სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 13,638.47 ევროს.

პროგრამა 3 წლიანია და მოიცავს შემდეგ ძირითად სფეროებს:
•    შედარებითი ანატომია და ციტოლოგია;
•    ბიოქომია;
•    მოლეკულური ბიოლოგია;
•    გამოყენებითი ბიოლოგია;
•    გენეტიკა;
•    მიკრობიოლოგია;
•    ორგანული ქიმია;
•    ინფორმატიკა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალობებში მაგისტრის ხარისხის მფლობელი კანდიდატები განურჩევლად სქესისა, ასაკისა და ეროვნებისა, თუ მათ მიერ მიღებული დიპლომი ოფიციალურად უთანაბრდება იტალიის ე.წ. “laurea specialistica” ან “laurea magistrale” დიპლომებსა და სერთიფიკატებს. უპირატესობა მიენიჭებათ სამეცნიერო განხრით მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 სექტემბრის დღის 4 საათი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიებისგანყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]