ბრიტანეთის საბჭო და ჯონ სმითის სახელობის ფონდი აცხადებენ კონკურსს ჯონ სმითის 2010 წლის სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროგრამა მოიცავს სწავლების შემდეგ სფეროებს:
• დემოკრატიული მთავრობა;
• მოქალაქეობა, კანონი და უფლებები;
• სამოქალაქო საზოგადოება და საზოგადოებრივი აზრი;
• საჯარო პასუხისმგებლობა მთავრობაში, ბიზნესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
• საერთაშორისო დაწესებულებები და საერთაშორისო ურთიერთობა.
პროგრამის მიზანია გაერთიანებულ სამეფოში ხუთკვირიანი სასწავლო პროგრამითა და სტიპენდიატთა პრაქტიკის საშუალებით მათი ცოდნის გაღრმავება-გაძლიერება, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის დამკვიდრების მიზნით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი გავლენიანი ახალგაზრდებისა და პოლიტიკური ლიდერების შეკრება აზრთა გაზიარების, ტრეინინგისა და ინფორმაციის მისაღებად.
სავალდებულოა, კანდიდატი მუშაობდეს პოლიტიკური ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოში ან იყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი და ჰქონდეს გამოცდილება მართვის სფეროში. კარგად უნდა ფლობდეს (ზეპირ და წერით) ინგლისურ ენას, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიის საფუძვლებს, უნდა შეეძლოს ელექტრონული ფოსტით სარგებლობა.
კანდიდატის ასაკი- 25-40 წელი
სტიპენდიაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებს:
• სომხეთი,
• აზერბაიჯანი,
• საქართველო,
• ყირგიზეთი,
• მოლდოვა,
• რუსეთი,
• უკრაინა.
პროგრამის ხანგრძლივობა- 5 კვირა (5 ივნისი – 9 ივლისი 2010) ჯონ სმითის 2010 წლის სტიპენდიაზე განაცხადის ელექტრონული ვერსია (დისკეტა, CD, ი-მეილი), ხელმოწერილ ორიგინალთან, პასპორტის ფოტოსთან, 2 რეკომენდაციასთან და ნიშნების ფურცელთან ერთად მიიღება ბრიტანეთის საბჭოს ოფისში 2009 წლის 9 ნოემბრამდე. გასაუბრება ჩატარდება ბრიტანეთის საბჭოს ოფისში 2010 წლის იანვარში.
წარმატებული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას ინგლისურ ენაში 2010 წლის იანვრის ბოლოს. კანდიდატთა საბოლოო შერჩევა დასრულდება 2010 წლის თებერვლის შუა რიცხვებში.
სტიპენდიატებმა აგრეთვე უნდა წარმოადგინონ იმ ღონისძიებათა გეგმა, რასაც ისინი ჩაატარებენ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. მომავალ წელს ყველა სტიპენდიატი მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ კონფერენციაში, რომელიც ჩატარდება ერთ-ერთი სტიპენდიატის სამშობლოში და წარმოადგენს გაწეული სამუშაოს ანგარიშს.
ჯონ სმითის სტიპენდიის პროგრამისა და ჯონ სმითის სახელობის ფონდის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდებზე: http://www.johnsmithmemorialtrust.org http//www.britishcouncil.org/ge-education-scholarship-john-smith-fellowship.htm (ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდი)
ან მიმართოთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)
[wpai_display_imported_files_here]