კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი (ASCN) აცხადებს მოკლევადიან სასტიპენდიო გრანტებს ქართველი დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით.
მოცემული გრანტებით სრულად ანაზღაურდება ვიზის, მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილისა და ყოველდღიური საჭირო ხარჯები.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
• წარმოადგენდნენ საქართველოს მოქალაქეებს;
• ფლობდნენ სოციალურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ან სწავლობდნენ დოქტორანტურაში;
• სპეციალიზაციის სფეროდ არჩეული ჰქონდეთ ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებები;
• სრულფასოვნად ფლობდნენ ინგლისურ, გერმანულ ან/და ფრანგულ ენებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]