სტუდენტების პორტალი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ხშირად დასმული შეკითხვები და პასუხები

აკადემიური კალენდარი

სად შემიძლია სემესტრის დაწყებისა და დასრულების თარიღების, ფინალური გამოცდების გრაფიკისა და უქმე დღეების ნახვა?

იხილეთ აკადემიური კალენდარი ბმულზე, რომელზეც სასწავლო წლებისა და სემესტრების მიხედვით მოცემულია მნიშვნელოვანი თარიღები.

ტექნიკური მხარდაჭერა

ელექტრონული ფოსტის პაროლის აღდგენის წესი:

უნივერსიტეტის ელფოსტის/არგუსის პაროლის აღსადგენად სტუდენტმა უნდა დაწეროს განცხადება, დაურთოს პირადობის ასლი და პერსონალური ელფოსტით გამოგზავნოს: argus@iliauni.edu.ge

პაროლის აღდგენა ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის E 215 ოთახში.

გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის მოწმობა.

მობილობა (შიდა და გარე)

შიდა მობილობა, როგორც წესი, ცხადდება სემესტრის ბოლოს, დეტალები ვადებისა და მოთხოვნების შესახებ ქვეყნდება არგუსის სიახლეების ველში. მობილობისთვის განცხადების დაწერა მოგიწევთ, თუ ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე გადადიხართ. განცხადება მობილობის ვადებში უნდა დაწეროთ ფაკულტეტის ცვლილების შაბლონით, ხოლო თუ ფაკულტეტის შიგნით გსურთ პროგრამის შეცვლა მაშინ პროგრამის ცვლილების შაბლონით. 

სიახლეებს თვალი ადევნეთ, რომ არ გამოგრჩეთ.

სემესტრის დაკარგვა/დამატება დამოკიდებულია კრედიტების თავსებადობაზე. 

მობილობაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ფაკულტეტი შეგიდგენთ კრედიტების თავსებადობის დასკვნას, რომელშიც მოცემული იქნება რამდენი საგანი/კრედიტი გიღიარდებათ და რამდენი გექნებათ გასავლელი ხარისხის მინიჭებისთვის საჭირო კრედიტების მოსაპოვებლად.

შიდა და გარე მობილობის კონკურსში ეროვნული გამოცდების ქულებით მონაწილეობთ, ამიტომ ჩარჩენილი საგნები მობილობის პროცესში ხელს არ შეგიშლით.

გარე მობილობის უფლების მოპოვება შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციით). მობილობის კონკურსში მონაწილეობთ ეროვნული გამოცდების ქულებით. როგორც წესი, გარე მობილობა სემესტრის ბოლოს ცხადდება. გარე მობილობას კურირებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ამიტომ მობილობის ვადები და პირობები განთავსდება მათ ვებგვერდზე

მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ მოგიწევთ შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციის გავლა და გარკვეული დოკუმენტების წარმოდგენა მიმღებ უნივერსიტეტში. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე. გაითვალისწინეთ: წინასწარ არ არის ცნობილი, რომელი უნივერსიტეტები რომელ საფეხურებსა და პროგრამაზე გამოაცხადებს მიღებას, აღნიშნული უშუალოდ მობილობის პერიოდისთვის ხდება ცნობილი. 

სტატუსის ცვლილება და აკადემიური შვებულება

მობილობის შემდეგ რომელი კურსიდან განაგრძობთ სწავლას, დამოკიდებულია კრედიტების აღიარებაზე. კრედიტების თავსებადობის დასკვნას მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შეგიდგენენ კურიკულუმის ექსპერტები. კრედიტების თავსებადობის დასკვნაში იქნება მითითებული რამდენ საგანს ჩაგითვლიან და რამდენი გექნებათ გასავლელი ხარისხის მინიჭებისთვის საჭირო კრედიტების დასაგროვებლად.

აკადემიური შვებულების შესახებ განცხადების დაწერა შეგიძლიათ სემესტრის ნებისმიერ დროს. განცხადებას უნდა დაერთოს შვებულების აღების მიზეზთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტი.

აქვე შეგახსენებთ, რომ აკადემიური შვებულების აღება შესაძლებელია: 

  • მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას ან ხანგრძლივ მკურნალობას;
  • მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;
  • სასწავლებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწვევის გამო, როცა სტუდენტი იწყებს სწავლას შესაბამის უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან განაგრძობს სწავლას პროფესიულ უმაღლეს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის პროგრამაზე.

 

თუ აღნიშნულ კრიტერიუმებს  ვერ აკმაყოფილებთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ სტატუსის შეჩერებით, თუმცა სტატუსის შეჩერებისთვის განცხადების დაწერას ვადები აქვს და მხოლოდ სემესტრებს შორის შუალედსა და სწავლის დაწყებიდან ორი კვირის ვადაშია შესაძლებელი. სტატუსის შეჩერებას არ სჭირდება რაიმე მიზეზი ან ცნობის წარდგენა. ორივე შემთხვევაში აკადემიური შვებულებითა და სტატუსის შეჩერებით სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს მაქსიმუმ 5 წლის მანძილზე. ამ 5 წლის განმავლობაში, როცა გადაწყვეტთ სტატუსის აღდგენას, სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე უნდა დაწეროთ განცხადება სტატუსის აღდგენაზე შესაბამისი შაბლონით.

სტატუსის შეჩერებაზე განცხადება იწერება არგუსიდან სტატუსის შეჩერების შაბლონით სემესტრებს შორის შუალედსა და სემესტრის დაწყებიდან ორი კვირის ვადაში. სტატუსის შეჩერებას რაიმე მიზეზი ან ცნობის წარდგენა არ სჭირდება.

თუ სტატუსის შეჩერებიდან/აკადემიური შვებულების აღებიდან არ გასულა 5-წლიანი ვადა, სტატუსის აღდგენაზე განცხადება უნდა დაწეროთ არგუსიდან შაბლონით „სტუდენტის სტატუსის აღდგენა“ სემესტრებს შორის შუალედში, თუმცა სწავლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე. თუ არგუსზე გიფიქსირდებათ ფინანსური დავალიანება, ის მთლიანად უნდა დაფაროთ სტატუსის აღსადგენად (ასეთ დროს დავალიანების დაფარვასთან ერთად აუცილებელია განცხადების დაწერაც).

კონკრეტულად რამდენი თვის დავალიანების დროს ხდება სტატუსის შეჩერება, წინასწარ დადგენილი არ არის. შესაბამისი სამსახური თითოეული სტუდენტის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს.
დამატებითი დეტალებისთვის მიმართეთ ფინანსურ სამსახურს: billing@iliauni.edu.ge

ამისთვის განცხადება უნდა დაწეროთ არგუსიდან შაბლონით „ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სწავლის საფასურთან დაკავშირებით“ და განიხილავენ.

აკადემიური შვებულებისა და სტატუსის შეჩერების დროს საგნები უბრალოდ უქმდება, ჩარჩენილად ან ჩაბარებულად არ ითვლება. სტატუსის აღდგენის შემდეგ თავიდან მოგიწევთ საგნების არჩევა.

ადმინისტრაციული პროცედურები

ცნობის ასაღებად განცხადება უნდა დაწეროთ არგუსიდან შესაბამისი დასახელების შაბლონით. თუ მსგავსი შაბლონი არ მოიძებნა, განცხადების დაწერა შეგიძლიათ თავისუფალი ბლანკის შაბლონით.

ზოგადად, სტანდარტული განცხადების განხილვის ვადა 3-5 სამუშაო დღეა, შესაბამისად, ამ ვადაში აისახება პასუხი განცხადების გვერდით კომენტარის ველში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ განცხადებაზე დამატებითი დეტალებისთვის დაუკავშირდით უშუალოდ ფაკულტეტს: (+995 32) 222 00 09

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების, ე.წ. უფასო ფაკულტეტების სია და ვაკანტური ადგილების რაოდენობა ყოველწლიურად იცვლება, ხელახლა მტკიცდება განათლების სამინისტროს მიერ, ამიტომ წინასწარ არ გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულ სასწავლო წელს რომელ მიმართულებებს დააფინანსებს სახელმწიფო. სამინისტროს შესაბამისი ბრძანების მიღების შემდეგ, როგორც წესი, დეტალებს ვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე.
საორიენტაციოდ გთავაზობთ წინა წლის პროგრამების ჩამონათვალს (ინფორმაცია განახლდება მინისტრის შესაბამისი ბრძანების მიღების პერიოდისთვის).  

დიპლომი და კურსის დასრულება

როცა თქვენი დიპლომი მზად იქნება, ინფორმაციას მიიღებთ არგუსზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. ამის შემდეგ შეგიძლიათ დიპლომის გატანა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-17:00 საათებში (გარდა უქმე დღეებისა). თან იქონიეთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დიპლომების განყოფილება მდებარეობს ილიაუნის E კორპუსის პირველ სართულზე, კანცელარიის მოპირდაპირე მხარეს, E108 ოთახში.

სემესტრის დასრულებიდან დაახლოებით ერთი თვეში მოგენიჭებათ ხარისხი, რის შემდეგაც დაიწყება დიპლომების დამზადების პროცესი. დიპლომებისა და მათი დანართების დამზადებას რამდენიმე თვე სჭირდება, ზუსტი დრო წინასწარ ცნობილი არ არის. როცა დამზადდება, მიიღებთ შეტყობინებას. დიპლომის მიღებამდე მის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა.

ცნობის მისაღებად უნდა დაწეროთ განცხადება არგუსიდან შაბლონით „ცნობა სასწავლო პროგრამის დასრულების (კვალიფიკაციის მინიჭების) შესახებ“.

სხვა პირს თქვენ მაგივრად დიპლომის გატანა შეუძლია მხოლოდ მინდობილობით.

მანტია გაიცემა მხოლოდ კურსდამთავრებულებზე. სტუდენტი კურსდამთავრებულად ითვლება მაშინ, როცა პროგრამის მოთხოვნის შესაბამისად დააგროვებს საკმარის კრედიტებს. თუ სემესტრის დამატება გიწევთ, სწავლას რომელ სასწავლო წელსაც დაასრულებთ, იმ წლის კურსდამთავრებულებთან ერთად შეძლებთ მანტიის გატანას. გატანის დეტალებზე ელფოსტაზე გამოგეგზავნებათ შეტყობინება.

კურსდამთავრებულთა ცერემონიაზე დასწრება თავისუფალია და შეძლებთ მოსვლას.

საგნების არჩევა და საფასური

არგუსი არჩევით რეჟიმში სემესტრის დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ჩაირთვება, ზუსტი ვადების დეტალები წინასწარ გამოქვეყნდება არგუსის სიახლეების ველში, ამიტომ თვალი ადევნეთ სიახლეებს.

საგნების არჩევის პერიოდისთვის თუ დავალიანება გექნებათ, არგუსზე წვდომა შეგეზღუდებათ და საგნებს ვერ აირჩევთ. თუ არგუსის არჩევითი რეჟიმის დახურვამდე ვერ მოახერხეთ თანხის ჩარიცხვა (დავალიანების დაფარვის შემდეგ არგუსზე წვდომის აღდგენას გარკვეული დრო სჭირდება) და საგნების არჩევა, სტატუსი შეგიჩერდებათ.

მაინორი და სტიპენდია

მაინორის არჩევას მეორე კურსიდან შეძლებთ.
მაინორთან დაკავშირებული დეტალები იხილეთ ბმულზე.

სტიპენდიის გაცემის წესს გაეცანით ბმულზე.