სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” იწყებს მასშტაბურ ინტერნეტ კონკურსს სახელწოდებით “შენი ონლაინ კამპანია”.
ხარ 14-დან 30 წლამდე ახალგაზრდა? მაშინ ჩაერთე პროექტში, გამოსცადე საკუთარი შესაძლებლობები ინტერნეტ სივრცეში და გახდი მთავარი პრიზის მფლობელი. იყავი ორიგინალური, დაგეგმე და განახორციელე “სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს”, ან სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” ონლაინ კამპანია და მიიღე ფულადი ჯილდო – 5,500 ლარი.
ონლაინ კამპანიის გეგმა:
გეგმაში წარმოდგენილი უნდა იყოს, თუ როგორ მოახდენს კონკურსანტი სოციალურ მედიაში “სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს” ან სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” პოპულარიზაციას.
ონლაინ კამპანიის გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
• პროექტის აღწერა;
• პროექტის ბიუჯეტი;
• პროექტის ვადები;
• მოსალოდნელი შედეგი.
ონლაინ კამპანიის პირობითი ბიუჯეტი შეადგენს 10,000 ლარს.
მოხვდი კონკურსის 2 ფინალისტს შორის, დაგეგმე ონლაინ კამპანია “სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს” ან სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის”, განახორციელე დაგეგმილი კამპანიის მართვა სოციალურ მედიაში და გახდი 5500 ლარის მფლობელი.
კონკურსანტების შეფასება მოხდება სპეციალურად შემუშავებული სარეიტინგო ქულის მიხედვით, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება ფინალურ ეტაპზე. გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება მოხდება 2012 წლის 1 ივნისს, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის ბაზაზე.
იყავი ჩართული და გაიმარჯვე!
კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია და ვიდეოს ატვირთვა უნდა მოხდეს ერთდროულად 2012 წლის 6 მარტამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]