ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი (EJC) აცხადებს კონკურსს ჯოშუა ფრიდმანისა და ჯიპას სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში.

 სააპლიკაციო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2011 წლის 20 მაისიდან 2012 წლის 20 მაისამდე.

შემოსულ მასალებს განიხილავს ჟიური, რომელიც შედგება როგორც მედია-საშუალებების, ისე აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისაგან.
 ჯილდოს გამარჯვებულს საზეიმოდ გადასცემს ჯოშუა ფრიდმანი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და პულიცერის პრემიის ლაურეატი.
 საპრიზო ფონდი შეადგენს 1500 ევროს.

 საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 25 მაისი, 2012 წ.

 შეფასებისას გათვალისწინებული იქნება:

 სამართლიანობის, დაბალანსების, წყაროთა სიმრავლისა და ნეიტრალური ენის გამოყენების პრინციპები. პროექტის თემა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხზე უნდა იყოს, რაც ეხება და აღელვებს საზოგადოებას და მის სხვადასხვა ჯგუფებს. ნაშრომში ასახული უნდა იყოს, თუ რა გავლენა იქონია ამ კონკრეტულმა საკითხმა ხალხზე. ნაშრომში საუბარი პრობლემასა და უსამართლობაზე უნდა იყოს პირდაპირი და გასაგები ენით, ამასთანავე, განვითარებული მოვლენები ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მიიზიდოს მკითხველი, მსმენელი და მაყურებელი; ნაშრომში დემონსტრირებული უნდა იყოს ავტორის კვლევის, ანალიზის და ინტერვიუს აღების უნარები, იგი მრავალ წყაროს უნდა ეყრდნობოდეს. იმ პირებთან ერთად, რომლებსაც შეეხოთ პრობლემა, პროექტში წარმოდგენლი უნდა იყვნენ ისინიც, ვინც პასუხისმგებლები არიან მათ გადაწყვეტაზე.

 პროექტი ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრისა და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]