ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს დიდი ქართველი მეცნიერების, კორნელი კეკელიძისა და ილია აბულაძის სახელობის სტიპენდიების მოპოვების მიზნით.
კონკურსის მიზანია:
• საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წახალისება იმ დარგებში, რომელიც შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა);
• კორნელი კეკელიძისა და ილია აბულაძის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო ტრადიციების გაგრძელების ხელშეწყობა.
ილია აბულაძის სახელობის სტიპენდია განკუთვნილია საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაღალი აკადემიური მოსწრების (81 ქულიდან ზემოთ) მქონე ჰუმანიტარული მიმართულების (ფილოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა და სხვ.) ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთაც გავლილი აქვთ აღნიშნული საფეხურის არანაკლებ 2 კურსი და სამეცნიერო ინტერესთა სფერო შეესაბამება კონკურსის მიზანს.
კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდია განკუთვნილია საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაღალი აკადემიური მოსწრების (81 ქულიდან ზემოთ) მქონე, ჰუმანიტარული მიმართულების (ფილოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა და სხვ.) მაგისტრანტებისათვის, რომელთა სამეცნიერო ინტერესთა სფერო შეესაბამება კონკურსის მიზანს.
თითოეული სახელობითი სტიპენდია კონკურსის წესით გაიცემა 1 (ერთ) სტუდენტზე, ყოველთვიურად 1 (ერთი) სემესტრის განმავლობაში. სტიპენდიის ოდენობაა 100 (ასი) ლარი.
სტიპენდიების მაძიებლებმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ელექტრონულ მისამართზე stipendium@manuscript.ac.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. სააპლიკაციო ფორმა-განაცხადი შესაბამისი სტიპენდიის მოსაპოვებლად (ჩამოსატვირთი ფორმა);
2. აკადემიური მოსწრების დოკუმენტი, დამოწმებული დეკანატის მიერ (სკანირებული ასლი);
3. პირადობის მოწმობა (სკანირებული ასლი);
4. ორი რეკომენდატორის (ერთი სასურველია – სამეცნიერო ხელმძღვანელის) ხელმოწერილი წარდგინება (სკანირებული ასლი);
5. ერთი გამოქვეყნებული სტატია, რომელიც განმცხადებლის აზრით, უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს (სკანირებული ასლი).
შენიშვნა: ბოლო პუნქტი სავალდებულოა მაგისტრანტებისათვის, სასურველია – ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის.
განცხადებები მიიღება 2012 წლის 10 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.
ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის 1/3
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
პროგრამის კოორდინატორი: განათლების დეპარტამენტი
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ჟღენტი
ტელ: (32) 2 47 42 42 (შიდა ნომერი 106); (599 67 98 46)
ელ.ფოსტა: stipendium@manuscript.ac.ge; nzhgenti@manuscript.ac.ge
ვებ-გვერდი: www.manuscript.ge; http://www.manuscript.ge/index.php?m=83&newsid=986
[wpai_display_imported_files_here]