ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (LCC) სასწავლო პროგრამები

ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (LCC) სასწავლო პროგრამები

LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი კლაიპედში, ლიტვაში, საერთაშორისო სტუდენტებისთვის  აცხადებს კონკურსს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. საბაკალავრო პროგრამა მოიცავს შემდეგ დარგებს: ბიზნესის ადმინისტრირება, ინგლისური ენა და ლიტერატურა, ფსიქოლოგია, თეოლოგია. რაც შეეხება ე.წ. TESOL სამაგისტრო პროგრამას, იგი მოიცავს ინგლისური ენის სწავლებას უცხოენოვანი მოქალაქეებისათვის. სწავლება ყველა მიმართულებაზე განხორციელდება ინგლისურ ენაზე. წარჩინებული, აგრეთვე განსაკუთრებული ფინანსური საჭიროების მქონე სტუდნეტებისთვის პროგრამა ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას.

მოცემულ პროგრამებზე კანდიდატების შერჩევა მოხდება ელექტრონულად გაგზავნილი შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    მიმდინარე აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ნიშნების ფურცლებთან ერთად);
•    სამოტივაციო წერილი;
•    ორი სარეკომენდაციო წერილი;
•    ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ოფიციალურ TOEFL ტესტში მიღებული შეფასებები – მინიმუმ 100 ქულა ინტერნეტ ტესტში ან 7.0–7.5 ქულა იელტური შეფასებით);
•    კონკრეტულ პროგრამასთან კანდიდატის შესაბამისობის დამადასტურებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია;
•    სააპლიკაციო ღირებულების გადახდა (15 ევრო).

განაცხადის ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 მარტი  სამაგისტრო, ხოლო 2011 წლის 25 თებერვალი საბაკალავრო პროგრამებისათვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]