ნიდერლანდების სამეფოს საელჩო აცხადებს განაცხადების მიღებას C კატეგორიის მოკლევადიან კურსებსა და სამაგისტრო პროგრამებზე, რომლებიც გამოცხადებულია რამოდენიმე ნიდერლანდური უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მიერ ნიდერლანდების სასტიპენდიო პროგრამის (NFP) ფარგლებში. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს დაწესებულება-ორგანიზაციათა ინსტიტუციონალურ განვითარებასა და მათი შრომის უნარიანობის გაუმჯობესებას მომსახურე პერსონალისათვის სწავლების ჩატარების მეშვეობით.
აუცილებელი მოთხოვნები:
•იყოს საქართველოს ან სომხეთის მოქალაქე;
•წარმოადგენდეს დამაკმაყოფილებელი პროფესიული დონის მუშაკს მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
•ფლობდეს პირადი დამსაქმებლის რეკომენდაციას, რომელიც პასუხისმგებელია კანდიდატის სახელფასო ანაზღაურებაზე და იკისრებს თავდებობას, რომ სასტიპენდიო კურსის დასრულებისას კანდიდატი დაბრუნდება სამშობლოში იგივე ან უფრო მაღალ პოზიციაზე;
•არ უნდა იყოს დასაქმებული მსხვილ ინდუსტრიულ, კომერციულ, საერთაშორისო ან მულტინაციონალურ ორგანიზაციაში;
•სრულფასოვნად ფლობდეს ინგლისურ ენას;
•არ უნდა ჰქონდეს მიღებული NFP-ს ან ნებისმიერი სხვა პროგრამის სტიპენდია სასწავლო კურსის დაწყებამდე მინიმუმ 3 წლის განმავლობაში.
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.nuffic.nl/nfp
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F306,
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)
[wpai_display_imported_files_here]