ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნიუ იორკის ბუფალოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების კოლეჯის სტიპენდიები

ნიუ იორკის ბუფალოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების კოლეჯის სტიპენდიები

საპრეზიდენტო სტიპენდიები:

საპრეზიდენტო სტიპენდიების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთ-ერთს:

-სტუდენტის აკადემიური მოსწრება – საშუალო 3.4 ქულა ან მეტი;

-GRE-ტესტში 1270 ქულა/უფრო მაღალი და ანალიტიკურ წერაში 4.5/უფრო მაღალი;

-GRE-ტესტში 75/ან უფრო მაღალი პროცენტი.

ყოველი სტიპენდიანტი მიიღებს 6000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით სტიპენდიას. დამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში დამატებით მომდევნო სამი წლის განმავლობაში სტიპენდიანტი კვლავ მიიღებს დაფინანსებას.

დეკანის სტიპენდიები:

მეცნიერებისა და ხელოვნების კოლეჯი ასევე გთავაზობთ 25 დეკანის სტიპენდიას დამამთავრებელი კურსის წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ზემოთჩამოთვლილ კრიტერიუმებს. დეკანის სტიპენდიები მოიცავს 4000 ა.შ.შ დოლარის ოდენობით ანაზღაურებას.საპრეზიდენტო სტიპენდიების მსგავსად დამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში დამატებით მომდევნო სამი წლის განმავლობაში სტიპენდიანტი კვლავ მიიღებს დაფინანსებას.

სტიპენდიის დანიშვნის პროცედურა:

თითოეულ განყოფილებას მოეთხოვება შეაფასოს კანდიდატები წარჩინების მიხედვით. უპირატეობა მიენიჭებათ ადგილობრივ აპლიკანტებს.

პირველადი განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 14 იანვარი. განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2010 წლის 3 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://cas.buffalo.edu/

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

[wpai_display_imported_files_here]