ნორვეგიის ოსლოს მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი (PRIO) აცხადებს სადოქტორო სტიპენდიების პროგრამას. პროგრამა ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ ეკონომიკასა და ევროპულ სამართალზე. სტიპენდიის სრული ოდენობა შეადგენს 377,500 ნორვეგიულ კრონას (46,345 ევრო).
საჭირო საბუთები:
• სააპლიკაციო;
• სამოტივაციო წერილი;
• რეზიუმე (СV), სავალდებულოა შეიცავდეს გამოქვეყნებული ნაშრომების ჩამონათვალსაც;
• საუნივერსიტეტო გამოცდების სერთიფიკატების ასლები;
• აკადემიური ნაშრომის ერთ – ერთი ბოლო ნიმუში (მაგ: სამაგისტრო ნაშრომის თეზისები);
• სადოქტორო კვლევის მოკლე აღწერა;
• ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]