ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პიროვნული განვითარებისა და ლიდერობის სემინარი

პიროვნული განვითარებისა და ლიდერობის სემინარი

ინტელექტის და განათლების საერთაშორისო სკოლა სტუდენტებს სთავაზობს პიროვნული განვითარებისა და ლიდერობის სემინარში მონაწილეობას.

“პიროვნული განვითარებისა და ლიდერობის სემინარი” არის ტრენინგებისა და პრაქტიკული სწავლებების კონცეფცია, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, გამოიკვლიონ საკუთარი პიროვნების სისუსტეები, ძლიერი მხარეები, პოტენციალი, უნარები და ინტელექტის დონე, რომ შემდგომში ეფექტურად მოახდინონ თვითიდენტიფიცირება, თვითრეალიზაცია და ლიდერული უნარ-ჩვევების სრულყოფა. მონაწილეს საშუალება ეძლევა, ჩამოიყალიბოს რეალისტური ხედვა საკუთარი შესაძლებლობების, არსებული რესურსებისა და საზოგადოების საჭიროებების შესახებ, რაც შემდგომ ეხმარება საკუთარი პოტენციალით, ცოდნითა და გამოცდილებით მომავალი მიზნების ეფექტურად განხორციელებაში.

ტრენინგში წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში საშუალება გეძლევათ, წახვიდეთ გაცვლით პროგრამებზე საზღვარგარეთ ან გახდეთ აიესაის წევრი საქართველოში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]