ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პირველკურსელთა რეგისტრაცია

პირველკურსელთა რეგისტრაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე აბიტურიენტების რეგისტრაცია შესაძლებელია 2018 წლის 3 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით  შემდეგ მისამართებზე:

  • ბიზნესის სკოლა –  ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E207, ყოველდღე, შაბათ- კვირის გარდა,10:00 საათიდან 18:00 საათამდე
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი –  ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი A306, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,10:00 საათიდან 18:00 საათამდე
  • სამართლის სკოლა –  ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი A409 ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი (მათ შორის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები) –  მ.თამარაშვილის ქ .N4, ოთახი H102 ( H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5 ეზოდან ) ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი A306, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,10:00 საათიდან 18:00 საათამდე

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის –  ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში –  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
  •  1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
სასწავლო პროცესი პირველკურსელთათვის დაიწყება 2018 წლის 25 სექტემბერს.

სწრაფი ბმულები:

[wpai_display_imported_files_here]