ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო/შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, “კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიასთან” თანამშრომლობით, იღებს განაცხადებებს მცირე გრანტების კონკურსისთვის თანამედროვე ხელოვნების სფეროში.
მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება თანამედროვე ხელოვნების სფეროში დაგეგმილი პროექტები, რომლებიც კრეატიული, ინოვაციური და ახლებური გააზრების ფორმით მოახდენს აქტუალური საკითხების განხილვასა და მათ საზოგადოებისთვის გაცნობას.
კონკურსში განაცხადების შემოტანა შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე ინდივიდუალურ მსურველებს.
პროექტისთვის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 3,500 შვეიცარიულ ფრანკს და მისი განხორციელების პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს ექვს თვეს. პროექტის დაწყება შესაძლებელი იქნება განაცხადების მიღების ბოლო ვადიდან 45 დღის შემდეგ.
ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 25 ნოემბერი, 24:00 საათი.
შევსებული ფორმა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: tamarjanashia@cumalab.com
დამატებითი კითხვების ან კონსულტაციის გავლის სურვილის შემთხვევაში, ზემოთ მითითებული ელფოსტის მისამართის გარდა, დაუკავშირდით ნომერი:555 231577 (თამარ ჯანაშია).
[wpai_display_imported_files_here]
© 2025 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი