ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები იწყება

პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები იწყება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს – პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სმინისტრო ავრცელებს.

ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, გადამზადების ორთვიანი კურსი გაიაროს ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში და სურვილისამებრ, აირჩიოს ერთი, ორი ან სამივე ტრენინგი ერთად. ტრენინგების კურსი მონაწილეს შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება. საქართველოს 20 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 80 ტრენინგ-ცენტრში ერთდროულად 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება.

პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია  დაიწყო.

პროექტში ჩართვის მსურველებთა რეგისტრაცია 2012 წლის 16 ივლისიდან 10 სექტემბრამდე იწარმოებს
. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად ვებ-გვერდზე www.po.ge, აგრეთვე, ამავე საიტზე მითითებულ დაწესებულებებში.

რეგისტრაციისათვის საჭიროა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მონაწილეობის უფლება აქვთ 22 წლის ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეებს. დარეგისტრირებული ყველა მონაწილე მიიღებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთს და მისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელ ლექციების განრიგს.

სალექციო კურსს პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ. სპეციალურად ამ ტრენინგებისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა. ყველა საჭირო სახელმძღვანელო და სასწავლო მასალა მონაწილეებს უფასოდ დაურიგდებათ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]