ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო ორგანიზაცია სტუდენტური ნაბიჯი პროგრესისკენ

საერთაშორისო ორგანიზაცია სტუდენტური ნაბიჯი პროგრესისკენ

საერთაშორისო ორგანიზაცია სტუდენტებსა და მაგისტრანტებს  სთავაზობს ერთწლიან ტრენინგ კურსს.

წევრის სტატუსი: სტუდენტი (ერთი წელი 5 ლარი)

1.    ინფორმაციულობა:
•    გაცვლითი პროგრამები – ინფორმაცია, კონსულტაცია;
•    კონფერენციები – ინფორმაცია – კონსულტაცია – თემის დამუშავება.

2.    ტრენინგები:
•    უფასოდ -საკუთარი თავის პრეზენტაცია, CV-ის შედგენა, სამოტივაციო წერილი;
•    30%-იანი ფასდაკლება ყველა ფასიან ტრენინგზე.

3.    ღონისძიებები:
•    დებატები;
•    კონფერენციები;
•    ინტელექტუალური საღამოები;
•    ლიტერატურული საღამოები.

4.    სპორტული ღონისძიებები:
•    მინი ფეხბურთი;
•    კალათბურთი.
სტატუსის შეძენის შემთხვევაში თქვენ ჩაერთვებით ყველა აქტივობაში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება სტუდენტურ ცხოვრებას. მხოლოდ წელიწადში 5 ლარად თქვენ მიიღებთ უმნიშვნელოვანეს კონსულტაციას, რომელიც დაგეხმარებათ, მოახდინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და გახდეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

ტრენინგის დასრულებისას გადმოგეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი.

წევრის სტატუსი: „VIP“ (ერთი წელი 40 ლარი).
1.    ტრენინგები:
•    კორპორატიული ტრენინგები დაკვეთით;
•    60%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ ტრენინგზე.

2.    ოფისი:
•    VIP წევრებს შეუძლიათ წელიწადში სამჯერ ორგანიზაციის ოფისი და ინვენტარი გამოიყენონ მიზნობრივად.

3.    ღონისძიებები:
•    კულტურული ღონისძიებები, რომელსაც ესწრებიან მხოლოდ ორგანიზაციის VIP წევრები, საღამოები, ფურშეტები, მიღებები, შეხვედრები სხვადასხვა მოაზროვნეებთან;
•    კინოკლასიკების ჩვენება;
•    თეატრი.

4.    ექსკურსიები:
•    ექსკურსიები საქართველოს ძირძველ ტერიტორიებზე.

5.    სპორტული ღონისძიებები:
•    ბილიარდი;
•    ბოულინგი.

„VIP“ სტატუსის შეძენით თქვენ ხდებით კულტურულ ღონისძიებათა მონაწილე და იძენთ სხვადასხვა საშუალებას, რაც გეხმარებათ თვითრეალიზაციაში და სოციალური გარემოს შექმნაში.

ტრენინგის დასრულებისას გადმოგეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.

[wpai_display_imported_files_here]