შარდა უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს 20 სტიპენდიას ორკვირიან „კულტურული გამოცდილების“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2013 წლის 18 თებერვლიდან 3 მარტამდე. სტიპენდიით გათვალისწინებულია სწავლების, განთავსების ხარჯების დაფარვა, კვება და ექსკურსიები აგრაში (ტაჯ-მაჰალი, წითელი ციხე-სიმაგრე) და ჯაიპურში (სამეფო სასახლეები).
საბუთების მიღების ბოლო დღეა პარასკევი 30/11/2012.
ღონისძიების პროგრამა და ანკეტა შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით, ასევე ვებ-გვერდზე: http://www.sharda.ac.in/News
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]