შვედეთის უფსალას უნივერსიტეტი აცხადებს სადოქტორო სტიპენდიების პროგრამას სამართალცოდნეობის მიმართულებით. სასწავლო კურსის გასავლელად გამოყოფილია ოთხი სტიპენდია. პროგრამის ფარგლებში კანდიდატს ევალება სადოქტორო კვლევის განხორციელება სამართალმცოდნეობაში.
საჭირო დოკუმენტები:
• ორი სააპლიკაციო ფორმა;
• ხელმოწერილი და დამოწმებული რეზიუმე (CV);
• აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• პროექტის აღწერა (შესრულების ვადები, ნაშრომის თეზისები).
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია თარგმნილი უნდა იყოს ინგლისურ ან შვედურ ენაზე.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]