სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესისადმი სოციალური განწყობის გაუმჯობესებასა და მიმდინარე საარჩევნო წელს ელექტორატის აქტიურობის ზრდას, ამომრჩეველთა მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებას და ამ მიმართულებით სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას/ორგანიზებას, მათ შორის, მედია საშუალებების როლის გააქტიურებას ამომრჩევლებისათვის ხარისხიანი, პროფესიული და დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
საგრანტო თემატიკა:
თემა I. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები: არა უმეტეს 25 000 ლარისა.
ხანგრძლივობა: 2012 წლის 18 აგვისტო – 2012 წლის 1 ოქტომბერი.
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ერთ ან რამდენიმე რეგიონში, გარდა თბილისისა.
კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, ჩაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
თემა II. რეგიონული მედია – ამომრჩევლის კვალიფიციური ინფორმაციის წყარო
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
- არა უმეტეს 4000 ლარისა – სატელევიზიო მედია საშუალებებთან თანამშრომლობით განსახორციელებელი პროექტისათვის
- არა უმეტეს 3000 ლარისა – რადიო საშუალებებთან თანამშრომლობით განსახორციელებელი პროექტისათვის
- არა უმეტეს 2000 ლარისა – იმ ბეჭდურ მედია საშუალებებთან თანამშრომლობით განსახორციელებელი პროექტისათვის, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან
- არა უმეტეს 1000 ლარისა – იმ ბეჭდურ მედია საშუალებებთან თანამშრომლობით განსახორციელებელი პროექტისათვის, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან
- არა უმეტეს 1000 ლარისა – ინტერნეტ მედია საშუალებებთან თანამშრომლობით განსახორციელებელი პროექტისათვის.
ხანგრძლივობა: 2012 წლის 18 აგვისტო – 2012 წლის 1 ნოემბერი.
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ერთ ან რამდენიმე რეგიონში, გარდა თბილისისა.
კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, ჩაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაცია დეტალურად წარმოდგენილია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.electionreforms.ge
შენიშვნა:
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად 2012 წლის 30-31 ივლისს, 14:00 საათზე, სწავლების ცენტრში გაიმართება ღია კარის დღე (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, მე-5 სართული).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]