ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტაჟირება ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში

სტაჟირება ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას, სტაჟირება გაიაროთ გაეროს შტაბბინაში ნიუ იორკში.
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე, სრული განაკვეთით კვირაში 5 დღე (9:00 – 5:00)

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ხუთივე მოთხოვნას:
•უნდა იყოს მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი;
•სტუდენტს უნდა შეეძლოს ვიზის აღება;
•სტაჟირების პერიოდში უნდა ჰქონდეს მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილის, ცხოვრების ხარჯების დაფარვის შესაძლებლობა (დაახლოებით 5000 $ );
•სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;
•სტუდენტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2010 წლის 29 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.un.org/Depts/OHRM/sds/internsh/index.htm

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F 306
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

[wpai_display_imported_files_here]