საერთაშორისო ფონდი “კურაციო”*აცხადებს სტიპენდიის პროგრამას 2013-2014 წლებისთვის.სტიპენდია მიენიჭება სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.სტიპენდია გაიცემა ერთ სტუდენტზე, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით 10 სასწავლო თვის მანძილზე. სტიპენდიის გაცემა დაიწყება 2013 წლის პირველი აკადემიური თვიდან სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის სხვა წამახალისებელი ფაქტორები.
სტუდენტისთვის:
საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” სახელობის სტიპენდიის სიგელი;
სტიპენდიის პერიოდის წარმატებულად გავლის შემთხვევაში სტაჟირების შესაძლებლობა კურაციოში;
კურაციოს ექსპერტების გამოცდილებისა და ცოდნის, ასევე, რეკომენდაციების
მიღება არჩეულ კვლევაზე მუშაობის პროცესში.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
თანდართული განაცხადის ფორმა
პროფესიული ავტობიოგრაფია- CV
სამოტივაციო წერილი- მაქსიმუმ 1000 სიტყვა, რომელშიც კონკრეტულად არის
აღწერილი სტუდენტის სურვილი სტიპენდიის მიღების შესაძლებლობაზე, მისი ხედვა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის საქართველოში: რა პრობლემებს ხედავს და რას
გააუმჯობესებდა, სტუდენტის ინტერესები და სფერო, რომელშიც მომავალში აპირებს მუშაობას.
სარეკომენდაციო წერილი: ერთი სამუშაო ადგილიდან (თუ ასეთი არსებობს), ორი-არსებული უმაღლესი სასწავლებლიდან (ინსტრუქციისათვის იხ. თანდართული განაცხადის ფორმა)
აკადემიური მოსწრება პირველადი უმაღლესი სასწავლებლიდან
აკადემიური მოსწრება მიმდინარე უმაღლესი სასწავლებლიდან- თუ სტუდენტს დახურული აქვს პირველი აკადემიური კურსი და თუ ქულა ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების დოკუმენტი
შენიშვნა: სამოტივაციო წერილის განხილვისას, უპირატესობა მიენიჭება იმ
სტუდენტს, რომელსაც უკვე აქვს გამოკვეთილი ინტერესის სფერო და დაახლოებით
მაინც აქვს შერჩეული მომავალი სადიპლომო თემა. ამ შემთხვევაში სტუდენტმა უნდა
აღწეროს თუ რატომ არის საინტერესო მისთვის შერჩეული თემა და როგორ ხედავს მის განხორციელებას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 20 ივნისი.
შერჩევის პროცესი:
განაცხადების გადარჩევა
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
გადაწყვეტილების მიღება და შერჩეული სტუდენტის ინფორმირება
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია რაზმაძე
საერთაშორისო ფონდი “კურაციო”, ჭავჭავაძის გამზ. 37დ , ტელ: +995 32 2253104
ელ. ფოსტა: scholarships@curatio.com
[wpai_display_imported_files_here]