ვეიდენფილდის სტიპენდიებისა და ლიდერობის პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიების პროგრამას 2012 სასწავლო წლისათვის.
სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
ვეიდენფილდის სტიპენდიების მიღების მსურველი კანდიდატები წინასწარ ჩარიცხულნი უნდა იყვნენ ოქსფორდის უნივერსიტეტში მათთვის სასურველ სპეციალობაზე.
კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს დუკავშირდებიან 2011 წლის მაისის დასაწყისში.
ფილოსოფიურ და სამედიცინო მეცნიერებათა სპეციალობების სტუდენტებისათვის განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 6 იანვარი, ხოლო დანარჩენ სპეციალობათა სტუდენტებისათვის 2012 წლის 20 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]