ცხადდება ჟოზეფ დიეტლის სტიპენდიის პროგრამა. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ მედიცინაში მაგისტრის ხარისხის მფლობელ კანდიდატებს.
საჭირო საბუთები:
• წერილი უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
• სააპლიკაციო ფორმა;
• მიღწევებისა და პუბლიკაციების სია;
• კრაკოვში ცხოვრების დროს კვლევითი პროგრამა;
• სასურველია იაგელონის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისგან რეკომენდაციის წერილი;
• რეზიუმე (CV);
• პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი.
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 12 თვე (2012ოქტომბერი – 2013 სექტემბერი).
განაცხადების ბოლო ვადაა 2012 წლის 15 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]