ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დამსაქმებლების რეგისტრაცია – დასაქმების თვე ილიაუნიში

დამსაქმებლების რეგისტრაცია – დასაქმების თვე ილიაუნიში

მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე გაიმართება. 

1-დან 31 მარტის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის დასაქმების თვის ფარგლებში ჩატარდება: 

  • პროფილური დასაქმების ფორუმების სერია; 
  • დასაქმებასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული ვორკშოპები, ტრენინგები და შეხვედრები. 

თუ გსურთ დამსაქმებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღოთ ილიაუნის დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, გთხოვთ ამა წლის 22 თებერვლამდე შეავსოთ მარტივი ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა. 

დამსაქმებლებისთვის დამატებითი ინფორმაცია 

  • რა სპეციალობის აპლიკანტები დაგხვდებიან დასაქმების ფორუმზე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

 (+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46; 

✉ uni-jobs@iliauni.edu.ge

 

 

[wpai_display_imported_files_here]