ნოემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების კვირეული და წლის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმი გაიმართება.
კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურისა და მიმართულების სტუდენტები და კურსდამთავრებულები (იხილეთ მიმართულებების ჩამონათვალი).
კვირეულის ფარგლებში:
- 1-დან 15 ნოემბრის ჩათვლით ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, გააცნონ მათ თავიანთი ორგანიზაციები, ესაუბრონ არსებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებზე, გაუზიარონ გამოცდილება, რათა მათ კარიერულ განვითარებას შეუწყონ ხელი;
- 16-17 ნოემბერს კი გაიმართება წლის შემაჯამებელი, 2-დღიანი დასაქმების ფორუმი, სადაც შეგეძლებათ, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესთავაზოთ ვაკანსიები, სტაჟირების პროგრამები.
თუ გსურთ დასაქმების კვირეულში მონაწილეობის მიღება (ინდივიდუალური პრეზენტაციის დანიშვნა სტუდენტებთან ან/და დამსაქმებლის სტატუსით ფორუმში მონაწილეობა), გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2017 წლის 25 ოქტომბრისა და ჩვენ დაგიკავშირდებით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ e-mail: nino.sikharulidze@iliauni.edu.ge
[wpai_display_imported_files_here]
